ინგლისური ენის ღია გაკვეთილი მე-3 კლასში

24 თებერვალს, წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-3 კლასში ჩატარდა ინგლისური ენის ღია გაკვეთილი თემაზე „წელიწადის დროები, კლიმატი და ტანსაცმელი“ (მასწავლებელი ქეთევან ჩუტკერაშვილი). გაკვეთილი მიზნად ისახავდა ლექსიკისა და გრამატიკული ფორმების განმტკიცებასა და ნასწავლი მასალის შეჯამებას. მესამეკლასელებმა გაიხსენეს და დაასახელეს წელიწადის დროები, შეუსაბამეს მათ თვეები, ჩამოთვალეს თანაკლასელთა დაბადების დღეები. ასევე ისაუბრეს სეზონებისათვის დამახასიათებელ კლიმატურ თავისებურებებზე, თუ რას იცვამენ, რას საქმიანობენ. მოსწავლეებმა დავალებები ჯგუფურად შეასრულეს, ჯიგსოუს მეთოდის გამოყენებით წაიკითხეს უცხო ტექსტი, მიღებული ინფორმაციით თითოეულ სეზონის შესახებ მოამზადეს პრეზენტაცია და გაკვეთილზე მოწვეულ მშობლებსა და მასწავლებლებს წარუდგინეს.

 

SAM_6308 SAM_6309 SAM_6314 SAM_6315 SAM_6317 SAM_6320 SAM_6328 SAM_6337

 

ძიება