გიმნაზიის გუნდი - ,,მსოფლიო ხალხთა სააღდგომო სიმღერების" კონკურსის ლაურეატი

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის სიმღერისა და გალობის გუნდმა ლელა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით წარმატება მოიპოვა „ქრისტიანული სამყაროს საგალობლების“ საზოგადოების კულტურული განვითარების

ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის „მსოფლიოს ხალხთა სააღდგომო სიმღერები“ დაუსწრებელ ტურში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ფესტივალ „ქრისტიანული სამყაროს საგალობლების“ ფარგლებში გაიმართა. 19 მაისს გიმნაზიელების გამოსვლამ ქალაქ მოსკოვში, მაცხოვრის ტაძრის საკონცერტო დარბაზში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და ,,მსოფლიო ხალხთა სააღდგომო სიმღერების" კონკურსის ლაურეატის წოდება მიენიჭა.აღნიშნული კონკურსის ლაურეატები, საქართველოსთან ერთად, სერბეთის, ბელარუსისა და რუსეთის სასიმღერო კოლექტივები გახდნენ.

ვულოცავთ გორისა და ატენის ეპარქიას და ჩვენს გიმნაზიელებს წარმატებას! ვუსურვებთ ღვთის წყალობას და წინსვლას სულიერ და შემოქმედებით ცხოვრებაში!

 

1 2 3 5 4

ძიება