პატარა მებაღეები

2016 წლის 25 ოქტომბერს, წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის მე-3 კლასი დეკორატიული მცენარეების სანერგე მეურნეობა „გარდენიას“ ესტუმრა (კლასის ხელმძღვანელი ციური ბერუაშვილი). ყვავილნარისა და სათბურის

დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები ოთახის მცენარეების მოვლის გაკვეთილზე აღმოჩნდნენ. მესამეკლასელები სხარტად პასუხობდნენ მცენარეთა განვითარების პირობების შესახებ დასმულ კითხვებს (მასწავლებელი ცირა ზაბილონი), შემდეგ კი ჩაუტარდათ გაკვეთილი ოთახის მცენარეების გადარგვა-მოვლის თაობაზე შემოდგომა-ზამთრის პირობებში. პატარა მებაღეებმა საკუთარი ხელით მოხატეს ქოთნები, მოამზადეს ნიადაგი და გადარგეს ყვავილები. ახალი საქმიანობა  მოსწავლეებისათვის ფრიად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

 

IMG_6194 IMG_6197 IMG_6230 IMG_6241 IMG_6232 IMG_6261 IMG_6269 IMG_6273 IMG_6277 IMG_6283

ძიება