სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

სტუმრად წმ.იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრში

 

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მესამე კლასმა (დამრიგებელი ცირა ზაბილონი) დედის დღე განსაკუთრებულად აღნიშნა.

ბავშვები ესტუმრნენ წმ.იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრს, სადაც ხანშესულებს გაუმართეს ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოთქვეს თბილი სიტყვები, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და შეასრულეს საცეკვაო ნომრები. მათ სითბო და სიხარული მიიტანეს იმ ადამიანებთან, ვისაც ყველაზე მედტად სჭირდება ჩვენი ყურადღება და სიყვარული.

მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ისინი სწავლობენ თანაგრძნობას, სიკეთეს, უფროსი თაობის პატივისცემას და ყველაზე მთავარს - სიყვარულის გამოხატვას უბრალო, გულწრფელი ჟესტებით. ამასთან, ბავშვები ხვდებიან, რამდენად ძვირფასია არა მხოლოდ საჩუქრები, არამედ დრო და ემოცია, რომელსაც სხვებს ვუზიარებთ. ასეთი შეხვედრები აძლიერებს თაობებს შორის კავშირს და აღვივებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ბავშვები სწავლობენ, რომ ნამდვილ სიხარულს არა მარტო მიღება, გაცემაც იწვევს. ეს გამოცდილება მათს გულებში სამუდამოდ დარჩება და მომავალშიც შთააგონებს, აკეთონ სიკეთე, უპასუხონ ყურადღებითა და სიყვარულით იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება