სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

გიმნაზიელი კალიგრაფები

2022 წლის 11 აპრილიდან 18 აპრილამდე ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენის  დათვალიერების შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს გიმნაზიის ფოიეში ჰქონდათ (ძველი ქართული ენის მასწავლებელი ნინო კვაღნიძე).

მოსწავლეთა ნამუშევრებიდან შეირჩა ნუსხური და მხედრული ანბანით შესრულებული საუკეთესო ნაშრომები და გაიგზავნა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს  მიერ ორგანიზებულ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსზე „ვწეროთ ქართულად“. კონკურსზე მოწონება ხვდა წილად მარიამ ცხოვრებაძის, თეკლა სეხნიაშვილისა და მარიამ ხანიშვილის ნამუშევრებს, გურამ თუთარაშვილმა კი IX-XII კლასელთა ასაკობრივ ჯგუფში ჟიურის გადაწყვეტილებით II ადგილი დაიკავა. გამარჯვებულებს, მონაწილეებსა და მათ მასწავლებლებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება