სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

უსაფრთხოება ციფრულ გარემოში

2022 წლის საქართველოს მასშტაბით გამართულ მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულს გიმნაზიელებიც შეუერთდნენ. კვირეული  ფარგლებში გიმნაზიას სტუმრად ეწვია თბილისის კლასიკური გიმნაზიის კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ექსპერტი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ნანა ნოზაძე.

მან გიმნაზიის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთან, გიული ბუთხუზთან ერთად მე-6 კლასების მოსწავლეებს ესაუბრა ყალბ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევაზე, ძლიერი და სუსტი პაროლების გამოყენებაზე, საკუთარი და პირადი ინფორმაციის დაცვაზე. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ მედიის განვითარების ფონდის თამაშში, რომელიც ფეიკ ინფორმაციას და ტროლებს ეხებოდა, მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში მიეცათ დავალებები: ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაციების მომზადება კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება