სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

კონკურსი „ჩვენი ენა ქართული“

2024 წლის 15 აპრილს, სკოლა-გიმნაზიაში მიმდინარე ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კონკურსი „ჩვენი ენა ქართული“.

წმ იოანე ნათლისმცემლის სახელობისა და წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის მე-5 კლასელთა ხუთეულები ხალისით პასუხობდნენ საკონკურსო კითხვებს, რომელთა პასუხები უკავშირდებოდა ქართული ანბანის განსაკუთრებულობას, ძველ ქართულ წარწერებს, ძველქართული სიტყვების განმარტებებს, მრგლოვან დამწერლობას, ანდაზებსა და მრავალი იმ საკითხს, რომლებიც გიმნაზიელებმა სასწავლო წლის მანძილზე შეისწავლეს ძველი ქართული ენის გაკვეთილებზე (მასწავლებელი ნინო კვაღნიძე). კონკურსის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა მოისმინეს ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ისტორია. გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება