მოგზაურობა გიმნაზიაში

2016-2017 სასწავლო წელს გიმნაზიაში სწავლა 60-მა პირველკლასელმა დაიწყო. წმ. გრიგოლი წინასწარმეტყველის, წმ. გიორგისა და წმ. ბასილი დიდის სახელობის კლასების მოსწავლეებმა უკვე გაიცნეს თანაკლასელები და მასწავლებლები

და გულმოდგინედ შეუდგნენ დავალებების შესრულებას. პირველკლასელებში გიმნაზიის შიდა ტერიტორიაზე ორიენტირების უნარის განვითარებასა და  სხვადასხვა დანიშნულების ოთახების საჭიროების გაცნობიერებას ისახავდა მიზნად ბუნებისმეტყველების გაკვეთილი „მოგზაურობა გიმნაზიაში“, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლის, ელენე თვაურისა და კლასების ხელმძღვანელების მაია ბუხრაძისა და მაია მაისურაძის თანხლებით პირველკლასელებმა დაათვალიერეს სასწავლო კორპუსები, ესტუმრნენ სამასწავლებლოს, ბიბლიოთეკას, სამედიცინო ოთახს, სატრაპეზოს, სპორტულ და სააქტო დარბაზებს, ლაბორატორიებს. მოსწავლეები მონდომებით ცდილობდნენ  სხვადასხვა დანიშნულების ოთახების დასახელებების დამახსოვრებას  და მათი დანიშნულების გამოცნობას.

 

DSCN9653 DSCN9656 DSCN9659 DSCN9663 DSCN9670

ძიება