მცენარეთა სიცოცხლის გამოვლენის თანაზიარი მესამეკლასელები

2016 წლის 6 ოქტომბერს, წმ. მთავარანგელოზთა კლასის სახელობის მე-3 კლასის ბუნებისმეტყველების გაკვეთილი თემაზე „ მცენარეების გამრავლება და ზრდა“, საკლასო ოთახის შემდეგ დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენიაში“

გაგრძელდა (მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელი ცირა ზაბილონი). სახელოსნოში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოთახის მცენარეების სხვადასხვა სახეობა, მოისმინეს მათი გადარგვისა და მოვლის წესები, შემდეგე მოხატეს ქოთნები,  მასწავლებლის რჩევის მიხედვით ამოავსეს და მოამზადეს ისინი მცენარეების ჩასარგავად.  მესამეკლასელებმა მცენარეები ფაქიზად გადარგეს სანერგედან ქოთნებში და საჩუქრად მიღებულ მცენარეთა სიცოცხლის შემდგომ გამოვლენას საკუთარ სახლებში აკვირდებიან.

 

DSCN9748 DSCN9762 DSCN9767 DSCN9800 DSCN9806 DSCN9808 DSCN9923 DSCN9927

ძიება