გაკვეთილი გალერეაში

2017 წლის 17 თებერვალს  გიმნაზიის წმ. ნიკოლოზის სახელობის  მე-9 კლასის მოსწავლეები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილის ჩასატარებლად, თბილისში, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზს ესტუმრნენ (მასწავლებელი

ქეთვან ლობჟანიძე). საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ფიროსმანის ორ ნამუშევარს - „შოთა რუსთაველი“ და, „თამარ მეფე“ და მირზაანის კოლექციის სხვა ნახატებთან ერთად დამთვალიერებელთათვის აღნიშნულ გალერეაში გამოიფინა.

გამოფენა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა, ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოსწავლეებს გიდი ესაუბრა, რის შემდეგაც ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა ფიროსმანის ნახატების ასლები შეექმნათ. გამოფენამ მოსწავლეები კიდევ ერთხელ დააფიქრა თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედების გამორჩეულ და განსაკუთრებულ სტილზე, მის მნიშვნელობაზე  ქართულ და მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.

 

16640962_1601165946578529_8811989460110422519_n 16711909_1601165423245248_5989818095254897216_n 16730226_1601165409911916_2680660543394056142_n 16830653_1603773516317772_6967252388822865156_n

ძიება