ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 

2018-2019 სასწავლო წლისათვის

 

გიმნაზიაში მოსწავლეთა რეგისტრაცია და ჩარიცხვა განხორციელდება 3 ეტაპად.

 

I ეტაპი - 2018 წლის 11აპრილი - 30 აპრილი  

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

  • რომლის და/ძმა სწავლობს გიმნაზიაში;
  • რომლის მშობელი სასულიერო პირია; 
  • რომლის მშობელი გიმნაზიის თანამშრომელია;

II ეტაპი - 2018 წლის 1 -25 მაისი - საყოველთაო რეგისტრაცია-ჩარიცხვა.  

 

III ეტაპი - 2018 წლის 26 მაისი -16 ივლისი - რეგისტრაცია განხორციელდება გიმნაზიის ბაზაზე II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე.

 

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები მიღება განცხადებასთან ერთად.

 

 

მოსწავლის რეგისტრაცია და ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში.

 

 

მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • დაბადების მოწმობა - დედანი 
  • დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიალურად დამოწმებული 
  • ჯანმრთელობის ცნობა 
  • ფოტო 3/4  -  3 ცალი 
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ტელეფონის/მობილურის ნომრებისა და ელ.ფოსტის მისამართების მითითებით;
  • დევნილის მოწმობის ასლი (თუ არის)
  • სოციალურად დაუცველობის შესახებ ამონაწერი სააგენტოდან (თუ არის)
  • ობოლი თუ არის, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი 
  • სარეგისტრაციო გადასახადისა (10 ლარი) და ერთი თვის სწავლების საფასურის გიმნაზიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითარი. 

შენიშვნა: რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

 

 



გიმნაზიის ადმინისტრაცია

ძიება