2024 წლის 1-4 აპრილს გიმნაზიის წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-2 კლასის მოსწავლე მარიამ ხიმშიაშვილი მონაწილეობდა შიდა ქართლის რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.
2024 წლის 1-4 აპრილს გიმნაზიის წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-2 კლასის მოსწავლე მარიამ ხიმშიაშვილი მონაწილეობდა შიდა ქართლის რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.
2 აპრილი, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, თანამედროვე ქართველ საბავშვო მწერალ თამარ გეგეშიძესთან ერთად აღვნიშნეთ.
2024 წლის 21 მარტს, გიმნაზიში, “Pearson Education”-ის საერთაშორისო გამომცელობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გიმნაზიის ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
2024 წლის 6 მარტს, გიმნაზიას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრა, რომელსაც გიმნაზიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა აკადემიის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას.
2024 წლის თებერვალში გიმნაზიის ღირსი გიორგი ათონელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის, ქალბატონ ლიანა გელაშვილის ორგანიზებით, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წამოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „ნუ ოდეს დამივიწყებთ, დავითს!“.
გიმნაზიაში არის ტრადიცია, ყოველ კლასს მიენიჭოს წმინდანთა სახელი, ასე იწოდებოდეს და მოიხსენიებოდეს სასწავლო პერიოდში. ტრადიციისამებრ, კლასისთვის იწერება მფარველ წმინდანთა ხატი, თორმეტი წლის განმავლობაში მფარველობს მოსწავლეებს, შემდეგ კურსდამთავრებულთა სახელებით დაივანებს გიმნაზიაში.20223-2024 სასწავლო წელს, გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით გიმნაზიის ორმოცმა პირველკლასელმა წმ. მოციქულთა სწორთა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობისა და ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კლასებში დაიწყეს სწავლა.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2 თებერვალს, საქართველოში უკვე მეცხრე წელია, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
2024 წლის 10-11 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა ყოველწლიური ფესტივალი „გენეთლია“, რომელმაც უმასპინძლა მოსწავლეებს, სასულიერო პირებსა და მასწავლებლებს სხვადასხვა ეპარქიებიდან.
ფესტივალის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 10-11 იანვარი,
ფესტივალის ჩატარების ადგილი: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია - ქ. გორი, სამეფო ქ. # 5;
ფესტივალის მიზანი: ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად, მოზარდებში რწმენის გასაძლიერებლად
და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად გარემოს შექმნა მოსწავლეთა საკონფერენციო
გამოსვლებით, კონკურსებით, სპორტული ასპარეზობით, ხელნაკეთი ნამუშევრების
გამოფენებითა და თვითშემოქმედების წარდგენით.
გორი, სამეფო ქ. #5
dummy+995 (0370) 27 0432
dummy gori.gimnazia@gmail.com
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90