სასწავლო წლის დასასრულს, 12 ივლისს, სკოლა-გიმნაზიის დირექციამ სააქტო დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 2024 წლის განმავლობაში გიმნაზიელთა მიერ სამეცნიერო,
სასწავლო წლის დასასრულს, 12 ივლისს, სკოლა-გიმნაზიის დირექციამ სააქტო დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 2024 წლის განმავლობაში გიმნაზიელთა მიერ სამეცნიერო,
2024 წლის 10 ივნისს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სამუშო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში.
სასწავლო წლის დასასრულს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზისაბუნებისმეტყველო კათედრამ და ნორჩ მკვლევართა კლუბის წევრებმა, არც ამჯერად უღალატეს ტრადიციას და სწავლის დამთავრება საინტერესოდ აღნიშნეს. მეცნიერება სახალისოა - ამ მოწოდებით 7 ივნისს დილიდანვე შეუდგნენ მოსწავლეები ეზოს გალამაზებასა და მოწყობას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 2024 წლის 2 ივნისს გორში ჩატარდა საქართველოს პირველი საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი".
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V (გერმანია) პარტნიორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“.
ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სახელობის პირველი კლასი მოსწავლეებმა მხიარულ და ხალისიან ბომბორას ლექსებით, გამოცანებით, ანდაზებითა და სიმღერებით ანბანი სრულად შეასწავლეს და შემდეგ ერთად აღნიშნეს სასწავლო წლის დასრულება.
2024 წლის 28 მაისს სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის (hrf) აუდიოლოგები სკოლა-გიმნაზიას ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის სმენის სკრინინგი ჩაატარეს.
2024 წლის 26 მაისს სკოლა-გიმნაზიის წმ. თეოდორე კველთელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე თეკლა არბოლიშვილმა მორიგი სპორტული მიღწევა იზეიმა - ერევნის რინგი თეკლასთვის იღბლიანი აღმოჩნდა! ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო შეხვედრაში კრივში თეკლამ პირველი ადგილი დაიკავა (54 კგ. წონით კატეგორია). ვულოცავთ წარმატებას სპორტულ სარბიელზე!
2024 წლის 23 მაისს სკოლა-გიმნაზიის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა აღმოსავლეთის თამაშების გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა (მასწავლებელი და მწვრთნელი მარინე კახიაშვილი). „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ შეჯიბრები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა გუნდების მონაწილეობით ტარდება (2008 და 2009 წლებში დაბადებული სკოლის მოსწავლეები).
გორი, სამეფო ქ. #5
dummy+995 (0370) 27 0432
dummy gori.gimnazia@gmail.com
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90