მიმდინარე წლის თებერვალში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან მიიღეს ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავებული საგნობრივი სტანდარტები განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით. თავდაპირველად დოკუმენტის პირველადი ვერსიები მასწავლებლებმა სკოლა-გიმნაზიის კათედრებზე განიხილეს.

